გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მათ არასდროს ცვლიან - ლა ლიგა მამარდას შთამბეჭდავ სტატისტიკაზე

Twitter-ში ლა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა საინტერესო სტატისტიკური ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი ფიგურირებს. მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში ექვსი ისეთი ფეხბურთელია, რომელთაც ყველა წუთი ითამაშეს, ექვსივე მეკარეა, მათ ყველა შეხვედრა სასტარტოში დაიწყეს და არ შეუცვლიათ.

ექვსეულში „ვალენსიას’’ ქართველ მეკარესთან ერთად იან ობლაკი (მადრიდის ატლეტიკო), სტოლე დიმიტრიევსკიმ („რაიო ვალეკანო’’), დავიდ სორია („ხეტაფე’’), პაულო გაზანიგა („ჟირონა) და ანტონიო სივერა („ალავესი’’) არიან.

გიორგი მამარდაშვილს კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს, Transfermarkt-ის მონაცემებით ლა ლიგის ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა, მისი სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონი ევროა. ასევე გეტყვით, რომ მამარდას რიკარდო ზამორას პრიზის მოგების რეალური შანსი აქვს, მამარდა საშუალოდ ერთ მატჩში 1,1 გოლს უშვებს. მას მხოლოდ უნაი სიმონი (საშუალოდ ერთ მატჩში 0,9 გოლს უშვებს) და ალექს რემირო (საშუალოდ ერთ მატჩში ერთ გოლს უშვებს). თუ მამარდა მათ აჯობებს, რიკარდო ზამორას პრიზის მფლობელი გახდება.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მამარდამ 30-დან 11 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა, მხოლოდ ორ მეკარეს ჩამორჩება, უნაი სიმონსა (15 მშრალი მატჩი), და ალექს რემიროს (12 მშრალი მატჩი). ქართველის მსგავსად მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა და სტოლე დიმიტრიევსკიმ 11 შეხვედრაში არ გაუშვეს გოლი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები