გიორგი მიქაუტაძე, საბა ლობჟანიძე, ტიაგო ალმადა, მორის სტეინი
Aa
Aa

აიაქსი მიქაუტაძეს უშვებს და ლობჟანიძის თანაგუნდელს იმატებს

ნიდერლანდური სპორტული პრესის ცნობით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „აიაქსი“ გიორგი მიქაუტაძეს გაყიდის. აღებული თანხით კი ამსტერდამის კლუბი „ატლანტადან“ ტიაგო ალმადას შეძენას გეგმავს, რომელიც იუნაიტედში საბა ლობჟანიძის თანაგუნდელია. ამერიკელებს 2022 წლის თებერვალში არგენტინელი შემტევის „ველეს სარსფილდიდან“ დამატება 15 მილიონი ევრო დაუჯდათ, ამჟამად კი მის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 27 მილიონია მითითებული.

იმის გამო, რომ „აიაქსი“ ჩემპიონთა ლიგაზე არ თამაშობს, შემოსავლებმა საგრძნობლად იკლო და ტრანსფერებში ფულის დახარჯვას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ რომელიმე მოთამაშეს გაუშვებს. ასეთთა შორის კი, პირველ რიგში მიქაუტაძე განიხილება, რომელიც იჯარის წესით „მეცში“ გამოდის. „აიაქსის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი მორის სტეინი გამუდმებით იმაზე საუბრობდა, რომ მას თავიდანვე ალმადას დამატება სურდა, გიორგი კი მისი აზრით ამსტერდამული გუნდის სათამაშო სტილს ვერ შეეწყობოდა. საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ მიქაუტაძემ ძველი ფორმა აღიდგინა და ბოლო ხუთ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რატომ ვერ გამოიყენა აიაქსმა მიქაუტაძე ?  - Voetbal International-ის სტატია
რატომ ვერ გამოიყენა აიაქსმა მიქაუტაძე ? - Voetbal International-ის სტატია