გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

რატომ ვერ გამოიყენა აიაქსმა მიქაუტაძე ? - Voetbal International-ის სტატია

ნიდერლანდური Voetbal International-ის ჟურნალისტი სემ პლანტინგი გიორგი მიქაუტაძის შესახებ სტატიას აქვეყნებს. მისი აზრით, მიქაუტაძე მრავალფუნქციური შემტევი არაა, ცენტრფორვარდია და ბრაიან ბრობის ფაქტორის გამო ამ პოზიციაზე თამაშის შანსი არ მისცეს. სტატიიდან რამდენიმე მონაკვეთს გთავაზობთ.

„როცა მასში მილიონები გადაიხადეს, წარმოდგენილი იყო როგორც მრავალფუნქციური შემტევი, რომელსაც რამდენიმე პოზიციაზე თამაში შეეძლო. მისი თამაში „აიაქსში’’ გადასვლამდე და „აიაქსში’’ გატარებული დროის შემდეგ ხაზს უსვამს დასკვნას: მიქაუტაძე ცენტფორვარდია. „აიაქსში’’ ბრაიან ბრობის რეგულარულად ათამაშებდნენ, რამაც მიქაუტაძის მის საუკეთესო პოზიციაზე თამაში შეუძლებელი გახადა.

მიქაუტაძე არ არის იმ ტიპის ფორვარდი, რომელიც ფლანგის შემტევებს ელოდება, ბურთს როდის მოუტანენ. ის თამაშის რიტმში ჯდება, მოხეტიალე ტიპის ფორვარდია, დრიბლინგსაც ასრულებს’’.

სემ პლანტინგის აზრით, მიქაუტაძე იმ გუნდის სქემაში უფრო კარგად ჯდება, რომელიც კონტრშეტევებზე თამაშობს. „მეცი'' სწორედ ამ სტილის გუნდია, ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და მეტწილად კონტრშეტევებზე თამაში უწევს.

„აიაქსი’’ მეტწილად აქცენტს ბურთის კონტროლზე აკეთებს და იშვიათადაა კონტრშეტევები, მიქაუტაძე კონტრშეტევების ფორვარდია’’.

გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ამსტერდამის „აიაქსმა'' ქართველი ფორვარდი 16 მილიონ ევროდ შეიძინა (ბონუსებით 19 მილიონი), თუმცა ნიდერლანდურ კლუბში ნახევარ სეზონში მხოლოდ 339 წუთი ითამაშა. მას ფორვარდის პოზიციაზე თითქმის არ აყენებდნენ, ფლანგზე ან მეორე ფორვარდად ამწესებდნენ. გარდა ამისა, მეტწილად სკამზე იჯდა, არ ათამაშებდნენ და ის მინიმალური სათამაშო დრო ვერ გამოიყენო იმისთვის, რომ თუნდაც 1 გოლი გაეტანა. რთულია, ასეთ მოცემულობაში პრობლემა ფეხბურთელში ეძებო, ნიდერლანდურ კლუბში მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე არასწორი მიმართულება მისცეს, რაზეც სემ პლანტინგმა დაწერა.

გასულ ზამთარში ქართველი თავდამსხმელი იჯარით „მეცში'' დაბრუნდა, „მეცის'' თებერვალის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამ სეზონში ლიგა 1-ში 13 მატჩში 5 გოლი შეაგდო, 5-დან 2 პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები