როი კინი, ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

„მე-4 ლიგის მოთამაშესავით გამოიყურება“ - როი კინმა ჰოლანდი გააკრიტიკა

ინგლისის პრემიერ ლიგის 30-ე ტურის ცენტრალურ მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ საკუთარ მოედანზე „არსენალს“ უმასპინძლა და ფრედ, 0:0 ითამაშა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გუნდებმა ერთმანეთის კართან რეალური მომენტების შექმნა ფაქტობრივად ვერ შეძლეს.

მატჩის დასრულების შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და დღეისთვის, დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთმა გავლენიანმა ანალიტიკოსმა, როი კინმა ქალაქელების ლიდერი, ერლინგ ჰოლანდი გააკრიტიკა.

რა თქვა კინმა:

მისი სათამაშო დონზე ძალიან დაეცა და ეს მხოლოდ დღეს არ შეიმჩნევა. კარის წინ ის მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ საერთო ჯამში მისი თამაში ასეთი დონის ფეხბურთელისთვის ძალიან ცუდია. გაუმჯობესება სჭირდება. ახლა ჩემთვის ლიგა 2-ის მოთამაშეს ჰგავს (ინგლისის რანგით მე-4 დივიზიონი).

საგულისხმოა, რომ ერლინგ ჰოლანდს გოლი ზედიზედ 5 მატჩში არ გაუტანია, ამაში კი იგულისხმება როგორც „მანჩესტერ სიტი“, ისე ნორვეგიის ეროვნული ნაკრებიც. 23 წლის ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 24 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები