მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„შეგიძლია გაიქცე, მაგრამ ვერ დაიმალები“ | მერაბის სასაცილო ვიდეო ომალიზე

მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში კიდევ ერთი სასაცილო ვიდეო გამოაქვეყნა. „შეგიძლია გაიქცე, მაგრამ ვერ დაიმალები“ , - ასეთია „მანქანის“ პოსტის სათაური და ქართველი მებრძოლი შონ ომალის მიმართავს.

ვიდეოში ვხედავთ ადამიანს, რომელიც „შუგას“ ძალიან ჰგავს და მის სტილშია გამოწყობილი. ის „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ცნობილ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ომალიმ მერაბს „მარაბს“ უწოდა და თქვა, რომ 2025 წელი ლეგენდარული იქნება. უეცრად, ომალის ორეულს დვალიშვილის ხმა ჩაესმის, რომელიც ასწავლის მისი სახელი და გვარი როგორ წარმოთქვას, შემდეგ კი შონი სიზმარში მერაბის გამოწვევას ხედავს.

ქართველმა მებრძოლმა ვიდეოში გამოიყენა ომალის განცხადებაც, რომლითაც „შუგამ“ დაადასტურა, რომ „მანქანა“ მისი მომდევნო მეტოქე იქნება. ამის შემდეგ, ცემა-ტყეპის ხმა ისმის და ომალი გარბის, საჩემპიონო ქამარი კი რჩება და მას მერაბი იბარებს.

მერაბის ვიდეო სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია და დიდი გამოხმაურება ცმოჰყვა. „მანქანამ“ საქებარი სიტყვები დაიმსახურა და მას კრეატივი და იუმორი მოუწონეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ევრო 2024-ზე საქართველოს ვუქომაგებ“ | რას ამბობს ნაპოლის რადიოს ჟურნალისტი
„ევრო 2024-ზე საქართველოს ვუქომაგებ“ | რას ამბობს ნაპოლის რადიოს ჟურნალისტი