ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ახლა მისი თამაში დიდი რისკია“ - კვარამ შესაძლოა 1 ტური გამოტოვოს

ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლში დაბრუნების შემდეგ, გამოკვლევები ჩაუტარდა და დადგინდა, რომ მარცხენა ბარძაყის კუნთის დაჭიმულობა აქვს. ქმ უქმეებზე მისი თამაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის.

Areanapoli წერს, რომ „ატალანტასთან“ ხვიჩას მოედანზე გასვლა დიდ რისკებთან არის დაკავშირებული.

„კვარაცხელიას პირველივე წუთებიდან თამაში ძალიან ძნელი იქნება. ყველაფერი დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. თუ, ხვიჩა თადარიგში დარჩება, მას ჯაკომო რასპადორი შეცვლის“.

- წერს იტალიური გამოცემა.

„ნაპოლის“ ოფიციალური გვერდის ცნობით, ხვიჩამ ტესტირების გავლის შემდეგ, განცალკევებით სპორტდარბაზში ივარჯიშა.

„ნაპოლი“ 30-ე ტურის შეხვედრას შაბათს (15:30) „ატალანტასთან“ საკუთარ მოედანზე გამართავს. კალცონას გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის ბრძოლაში ეს 3 ქულა აუცილებლად ასაღებია. ბერგამოელები მათ 1 ქულით უსწრებენ, შემდეგ კი 6 ქულით წინ მყოფი „რომაა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქოჩორაშვილი: ისტორია დავწერეთ, ახლა ლა ლიგაში აღზევებაზე ვფიქრობ
ქოჩორაშვილი: ისტორია დავწერეთ, ახლა ლა ლიგაში აღზევებაზე ვფიქრობ