გიორგი შერმადინი
Aa
Aa

ისევ ტურის MVP | შერმადინი საუკეთესო ზედიზედ მეორედ გახდა

„ლენოვო ტენერიფეს“ ცენტრი, გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას ტურის MVP გახდა. „შერმინატორმა“ აღნიშნული ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიგო და „გრან კანარიასთან“ ნაჩვენები ბრწყინვალე თამაში დაუფასდა.

26-ე ტურის შეხვედრაში, „ლენოვო ტენერიფემ“ „გრან კანარია“ 93:92 დაამარცხა, შერმადინმა მატჩი 22 ქულით, 5 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 5 დაფარებით დაასრულა. გიომ 7-დან 7 ორქულიანი და 9-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 38-ს გაუტოლდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა.

შერმადინი ტურის MVP ზედიზედ მეორედ, მიმდინარე სეზონში კი მესამედ გახდა. ქართველ ცენტრს, კარიერაში ეს ჯილდო 21-ჯერ აქვს მოგებული და ლიგა ენდესას ყველა დროის რეკორდსმენია. გიორგიმ ისტორია ერთი კვირის წინ დაწერა და არვიდას საბონისისა და ლუ როს მიღწევა გააუმჯობესა.

ცნობისთვის, „ლენოვო ტენერიფეს“ 16 მოგება და 10 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციას იკავებს. შერმადინის გუნდს მომდევნო შეხვედრა 30 მარტს ელის და სტუმრად „პალენსიას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უნდა მოვიგოთ, რადგან ქართველებზე მაღლა ვდგავართ“ - რას ამბობენ საბერძნეთში ფინალზე
„უნდა მოვიგოთ, რადგან ქართველებზე მაღლა ვდგავართ“ - რას ამბობენ საბერძნეთში ფინალზე