მარცხი პრიმორიესთან - დინამომ ევრო ასპარეზი მოგების გარეშე დაასრულა
Aa
Aa

მარცხი პრიმორიესთან - დინამომ ევრო ასპარეზი მოგების გარეშე დაასრულა

წყალბურთის ევროთასის მერვედფინალურ განმეორებით მატჩში თბილისის „დინამომ“ „პრიმორიეს“ უმასპინძლა და 15:20 დამარცხდა. სამწუხაროდ, თბილისური კლუბი გათამაშებას გამოეთიშა.

პირველი მეოთხედი სტუმრების გამარჯვებით 6:4 დასრულდა. მეორე პერიოდი ფრე 3:3. პირველი ტაიმის შემდეგ, „პრიმორიე“ 9:7-ს იგებდა.

მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს, 6:3 მოიგეს და ამით გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს. ბოლო მეოთხედი კი ფრედ 5:5 დასრულდა.

„დინამოს“ მხრიდან გოლები ახვლედიანმა(3), პიეშევიცმა(3), ტანკოსიჩმა(3) და ვაპენსკიმ(2) გაიტანეს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობდა, სადაც ყველა მატჩი წააგო. შემდეგ კი ევრო თასის ჯერი დადგა და აქაც მარცხი. მიმდინარე სეზონში ქართულმა გუნდმა საერთაშორისო ასპარეზზე ყველა მატჩი წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სოსო ტყემალაძე: ახლა უკვე მსოფლიო ითხოვს, რომ 6 ერის წევრი გავხდეთ
სოსო ტყემალაძე: ახლა უკვე მსოფლიო ითხოვს, რომ 6 ერის წევრი გავხდეთ