დანი ალვეში
Aa
Aa

დანილო: “მეტი სიფრთხილე საპირისპირო სქესთან“

ბოლო წლებში საფეხბურთო სამყაროში სექსუალური შევიწროების ბრალდებით ორი ბრაზილიელი დააკავეს. საუბარი დანი ალვეშზე და რობინიოზეა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, „იუვენტუსის“ უკანახაზელმა დანილომ Abola TV-სთან ისაუბრა.

რა თქვა დანილომ?

„ყველა მხრიდან ხდება განსჯა და მა საკითხზე საუბარი ძალიან რთულია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, თუ რა როლი მაქვს მე დღევანდელ ბრაზილიის ნაკრებში, მნიშვნელოვანია, რომ ვილაპარაკო. სამწუხაროდ სექსუალური შევიწროება მხოლოდ ფეხბურთში არ ხდება. ეს ჩვენი საზოგადოების ანარეკლია. ჩვენ, როგორც მაღალი დონის სპორტსმენებს, უნდა გვესმოდეს, თუ რა ადგილს ვიკავებთ ფეხბურთში, რა არის ჩვენი როლი და რა გვევალება. პირველ რიგში ფეხბურთის თამაში, მაგრამ ჩვენ ჩვენი საქციელებით ახალგაზრდებს მაგალითს ვაძლევთ.

მე ფეხბურთელი ვარ, მაგრამ ამის იქით მაქვს ცხოვრება, რომელშიც პიროვნული ზრდა და განვითარება მჭირდება. ყველა, ვინც სექსუალურად ავიწროებს სხვას უნდა ესმოდეს, რომ მათ და ჩვენ დედები, დები, შვილები, ცოლები და შეყვარებულები გვყავს, რომლებიც ასეთ საქციელს ძალიან განიცდიან. ჩვენ მამაკაცები კი ნაკლებად განვიცდით. მოვუწოდებ ბრაზილიელებს, რომ გაცილებით ფრთხილად იცხოვრონ და საპირისპირო სქესს პატივი სცენ.“

შეგახსენებთ, რომ რობინიომ 2013 წელს 4 სხვა მამაკაცთან ერთად ჯგუფურ გაუპატიურებაში იღებდა მონაწილეობას, რის გამოც მას 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

დანი ალვეში კი სექსუალური ძალადობის გამო გაასამართლეს. მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და 5 თვით მიესაჯა, თუმცა 1 მილიონი ევრო გირაოს ნაცვლად დროებით გაათავისუფლეს.

დღეს, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ედნალდო როდრიგესმა რობინიო და ალვეში გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიის სამარცხვინო მოთამაშეები არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები