U19: ელიტრაუნდი | საქართველომ შოტლანდიას 3:2 მოუგო
Aa
Aa

U19: ელიტრაუნდი | საქართველომ შოტლანდიას 3:2 მოუგო

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მეორე ტურის შეხვედრა შოტლანდიასთან გამართა და 3:2 გაიმარჯვა.

პირველ ტურში ვასილ მაისურაძის გუნდი ჩეხეთთან 0:1 დამარცხდა.

ამჯერად, ქართველმა ფეხბურთელებმა შოტლანდიასთან დრამატულ მატჩში მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვება შეძლეს.  ბრიტანელები პირველ ტაიმში მე-11 წუთზე უილსონის გოლით იგებდნენ. ტაიმის მიწურულს კი ცოტნე ბერელიძემ ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში 55-ე წუთზე ალეკო ბასილაძემ საქართველო წინ გაიყვანა, თუმცა შოტლანდიელებმა 66-ე წუთზე ბობი უელსის გოლით წონასწორობა აღადგინეს.

70-ე წუთზე გამარჯვების მომტანი გოლი დაჩი ლორთქიფანიძემ გაიტანა.

ამ ასაკში ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება შედარებით უფრო რთულია, რადგან საგზურს მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებულები იღებენ.

საქართველოს ნაკრები ბოლო ტურში მასპინძელ იტალიას დაუპირისპირდება. მატჩი 26 მარტს (20:30) გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვის მოამარაგებს კვარა პასებით? ოსიმენის სავარაუდო შემცვლელები
ვის მოამარაგებს კვარა პასებით? ოსიმენის სავარაუდო შემცვლელები