დანი ალვეში: "ჟესუში მომავალი რონალდოა"
ბრაზილიის ნაკრების განაპირა მცველმა დანი ალვეშმა ახალგაზრდა თანაგუნდელი გაბრიელ ჟესუში შეაქო და მას მომავალი რონალდო უწოდა.
„არ ვხუმრობ, როცა მას ახალ რონალდოს ვუწოდებ. მართლა ვფიქრობ, რომ ის „ფენომენის“ დონეს მიაღწევს.
ის მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი მოთამაშე უნდა გახდეს.
ვიტყოდი, რომ ახლა ჟესუში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია“.
20 წლის გაბრიელ ჟესუში „მანჩესტერ სიტიში“ ბრაზილიური „პალმეირასიდან“ გადავიდა.
მას პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 9 გოლი აქვს გატანილი.