ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ბასილაშვილის ზედიზედ მე-4 გამარჯვება - ჩელენჯერის 1/4-ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესპანეთის ქალაქ მურსიაში მიმდინარე ჩელენჯერზე მე-4 გამარჯვება მოიპოვა და 1/4-ფინალში გავიდა.

32 წლის ბასილაშვილმა კვალიფიკაციაში ორი რაუნდი დაძლია და ძირითად ბადეში მე-4 განთესვის მქონე იესპერ დე იონგს ორ სეტში 6:3, 6:2 მოუგო. ამჯერად კი ATP-ის რეიტინგში 199-ე ნომერს ფრანგ უგო ბლანშეს 1 საათსა და 54 წუთში ასევე ორ სეტში 6:2, 7:5 მოუგო.

ბასილაშვილმა შეხვედრაში 10-დან 5 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, საკუთარი მოწოდება კი ორჯერ წააგო.

მომდევნო ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე იტალიელ ანდრეა პელეგრინოსა და არგენტინელ მარკო ტრუნხელიტის შორის გამარჯვებული იქნება.

ტურნირის საპრიზო ფონდი 74 825 ევროა. აქვე გეტყვით, რომ ბასილაშვილი ამჟამად რეიტინგში 1 086-ე ადგილამდეა დაქვეითებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ჩუმი ლიდერია, ჩვენს ნაკრებში ეგო არ არსებობს“ | სანიოლის ასისტენტი
„კვარა ჩუმი ლიდერია, ჩვენს ნაკრებში ეგო არ არსებობს“ | სანიოლის ასისტენტი