რობინიო
Aa
Aa

9-წლიანი პატიმრობა - რობინიო სასჯელს ბრაზილიაში მოიხდის

მოლოდინი გამართლდა და რობინიოს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიელი სასჯელს სამშობლოში მოიხდის.

რობინიოს 2022 წელს ჯგუფურ გაუპატიურებაში ბრალი დასდეს და 9-წლიანი პატიმრობაც შეუფარდეს. თუმცა ეს იტალიის სასამართლომ გააკეთა. ბრაზილიურმა სასამართლომ საქმის განხილვა 20 მარტს დაიწყო და უკვე დაადგინეს, რომ „სელესაოს“ ყოფილი შემტევი ძალადობის ბრალდებაში დამნაშავეა.

2022 წლის თებერვალში იტალიამ რობინიოს დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი გამოსცა.

2023 წლის თებერვალში ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იტალიისგან რობინიოსთვის ბრაზილიის ციხეში ცხრაწლიანი სასჯელის მოხდის შესახებ მოთხოვნა მიიღო.

დღეს უზენაესი სასამართლოს სხდომა გაიმართა, რომელზეც ეს მოთხოვნა განიხილეს. ხმების უმრავლესობით (9  2-ის წინააღმდეგ) მოსამართლეთა კოლეგიამ გადაწყვეტილება დაამტკიცა.

რობინიოს დაცვის გუნდს შეუძლია გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ფედერალურ უზენაეს სასამართლოს მიმართოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიტი გრილიშის გაყიდვას გეგმავს - შემცვლელად კვარა განიხილება
სიტი გრილიშის გაყიდვას გეგმავს - შემცვლელად კვარა განიხილება