ახალგაზრდულმა ნაკრებმა ლიტვა დაამარცხა
Aa
Aa

ახალგაზრდულმა ნაკრებმა ლიტვა დაამარცხა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მორიგი მატჩი გამართა ევროშესარჩევ ციკლში და 1:0 დაამარცხა ლიტვა. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდა.

პირველი ტაიმი ნულოვანი ფრით დასრულდა, თუმცა 53-ე წუთზე ლიტველები კაცნაკლულნი დარჩნენ და ქართველთა უპირატესობაც უფრო გამოიკვეთა.

მალევე ერთ-ერთი შეტევის ჩაშლა სტუმართა მცველმა უხეიროდ სცადა და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

მატჩის ბოლომდე ეს ანგარიში აღარ შეცვლილა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ჯგუფში 4 ქულა მოუგროვდა.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:

კუპატაძე, შულაია, მარგველაშვილი, ტაბიძე, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი, ზარანდია, კიტეიშვილი, ბერიძე (მოხევიშვილი 87), არაბიძე (მიქელთაძე 76), ჭანტურია (არველაძე 82).

 

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები