მადრიდის რეალი, ლიონელ მესი, ინტერ მაიამი, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

Goal.Com-ის ოქროს ბურთის რეიტინგი - ბელინგემი პირველია, მესი მე-20

როგორც მოგეხსენებათ, Goal.Com ოქროს ბურთის მოგების კანდიდატების რეიტინგს ხშირად ააახლებს და დღეს სწორედ ასეთი შემთხვევაა.

გავლენიანმა გამოცემამ 20-კაციანი სია გამოაქვეყნა, რომელშიც პირველ ადგილს ჯუდ ბელინგემი იკავებს, ხოლო ბოლო პოზიციაზე ლეო მესი მოგვევლინა.

1 - ჯუდ ბელინგემი
2 - კილიან მბაპე
3 - ერლინგ ჰოლანდი
4 - ფილ ფოდენი
5 - როდრი
6 - ჰარი კეინი
7 - მოჰამედ სალაჰი
8 - ვინისიუს ჯუნიორი
9 - ანტუან გრიზმანი
10 - ბუკაიო საკა
11 - ვირჯილ ვან დაიკი
12 - ხულიან ალვარესი
13 - ბერნანრდუ სილვა
14 - დეკლან რაისი
15 - კევინ დე ბრუინი
16 - ლაუტარო მარტინესი
17 - ფლორიან ვირცი
18 - როდრიგო
19 - კრიშტიანუ რონალდუ
20 - ლიონელ მესი

როგორც ხედავთ, ლეო მესი კვლავ ტოპ 20-შია. შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ამ მომენტისთვის, ვეტერანი არგენტინელი ტრავმირებულია(კუნთის ტრავმა) და ეროვნულ ნაკრებს ამხანაგურ მატჩებში ვერ ეხმარება. მისი დაბრუნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

რაც შეეხება ბელინგემს, არ არის გასაკვირი, რომ ის ამ სიის სათავეშია. ინგლისელი ნახევარმცველი მადრიდის „რეალს“ დიდებულად მოერგო და გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა. მიმდინარე სეზონში, ჯუდმა „ბლანკოსის“ შემადგენლობაში 31-ჯერ ითამაშა, 20 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

20 გოლიდან 16 ლა ლიგაზე მოდის, ხოლო 4 ჩემპიონთა ლიგაზე. ბელინგემმა 3 საგოლე პასი ლა ლიგაში შეასრულა, 4 ჩემპიონთა ლიგაზე, ერთი ესპანეთის სუპერ თასზე და ერთი კოპა დელ რეიზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიტი გრილიშის გაყიდვას გეგმავს - შემცვლელად კვარა განიხილება
სიტი გრილიშის გაყიდვას გეგმავს - შემცვლელად კვარა განიხილება