გიორგი შერმადინი
Aa
Aa

ტურის MVP და ისტორიული შედეგი | შერმადინმა ლიგა ენდესას რეკორდი დაამყარა

„ლენოვო ტენერიფეს“ ცენტრი, გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას 25-ე ტურის MVP გახდა. „მორაბანკ ანდორასთან“ მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა 79:66 მოიგო, „შერმინატორმა“ 23 ქულა, 10 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 4 დაფარება დააგროვა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 28 წუთი და 5 წამი გაატარა და 11-დან 9 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ხაზიდან კი 5-დან 5 სროლა გამოიყენა. შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 37 გახლდათ, რაც ტურის საუკეთესო მოთამაშის სტატუსის მისაღებად საკმარისი აღმოჩნდა.

შერმადინი ლიგა ენდესას ტურის MVP კარიერაში მეოცედ გახდა და ისტორია დაწერა. გიორგიმ არვიდას საბონისისა და ლუ როს (19-19-ჯერ ჰქონდათ მოგებული) მიღწევა გააუმჯობესა და ერთადერთი კალათბურთელია, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო 20-ჯერ დაისაკუთრა.

ცნობისთვის, შერმადინის „ლენოვო ტენერიფეს“ 15 მოგება და 10 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციას იკავებს. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 24 მარტს გამართავს და „გრან კანარიას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგა პარკეტზე მატჩის ბოლოს შევიდა | ორლანდოს მე-40 გამარჯვება
გოგა პარკეტზე მატჩის ბოლოს შევიდა | ორლანდოს მე-40 გამარჯვება