აკა ტაბუცაძე, ვანო კარკაძე
Aa
Aa

გამარჯვება პორტუგალიასთან | ბორჯღალოსნების ზედიზედ მე-7 და ისტორიაში მე-16 ტრიუმფი

საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. პარიზში გამართლ ფინალში ბორჯღალოსნებმა პორტუგალიის გუნდი 36-10 დაამარცხეს და ტურნირი ზედიზედ მეშვიდედ, ჯამში კი მეთექვსმეტედ მოიგეს.

გამარჯვებულებს შორის დუბლი აკა ტაბუცაძემ შეასრულა, რომლის ანგარიშზეც 40 შეხვედრაში ნაკრებში უკვე 37 ლელოა. თითოჯერ მეტოქის ჩათვლის მოედანი ვანო კარკაძემ და მიხეილ ალანიამ აიღო. ოთხი საჯარიმო და ორი გარდასახვა კი ზუსტად ლუკა მატკავამ შეასრულა.

წლევანდელი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ქართველმა მორაგბეებმა სტუმრად გერმანიას 28-17, საკუთარ სტადიონზე კი ნიდერლანდებს 31-10, ესპანეთის ნაკრებს კი 38-3 მოუგეს. ნახევარფინალში ბორჯღალოსნებმა რუმინეთის ეროვნული გუნდის 43-5 დამარცხებით ფინალის საგზურთან ერთად, ანთიმოზ ივერიელის თასი კიდევ ერთხელ მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“2024 წელს ყველაზე პრინციპული დაპირისპირებაა“ - შარიქაძე პორტუგალიასთან მატჩზე
“2024 წელს ყველაზე პრინციპული დაპირისპირებაა“ - შარიქაძე პორტუგალიასთან მატჩზე