ლუის სუარესი, ინტერ მაიამი, დისი იუნაიტედი
Aa
Aa

სუარესის ბენეფისი - ინტერ მაიამის მნიშვნელოვანი გამარჯვება

MLS-ის მორიგ ტურში „ინტერ მაიამი“ „დისი იუნაიტედს“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 3:1 დაამარცხა. გულშემატკივრებმა მხიარული დაპირისპირება იხილეს. გუნდებმა უამრავი მომენტი შექმნეს.

აღნიშნულ მატჩში მონაწილეობას ლეო მესი ვერ იღებდა. სათადარიგოთა სკამზე დარჩა ლუის სუარესი, რომელიც შეხვედრაში მეორე ტაიმში ჩაერთო.

პირველი ნახევარი ფრედ 1:1 დასრულდა. ურუგვაელი თავდამსხმელი მინდორზე 62-ე წუთზე გამოჩნდა და ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

ვეტერანმა შემტევმა 72-ე წუთზე კამპანას პასი გამოიყენა და „ინტერ მაიამი“ წინ გაიყვანა. 85-ე წუთზე კი კვლავ სუარესმა გაისროლა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ლუისმა ყველა ტურნირზე ერთად მეექვსე მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა. რაც შეეხება დევიდ ბექჰემის გუნდს, „ინტერ მაიამი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 10 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    პირველი შეხვედრა პოზიტიურია -  ინტერი ლაუტაროს სარფიან წინადადებას სთავაზობს
    პირველი შეხვედრა პოზიტიურია - ინტერი ლაუტაროს სარფიან წინადადებას სთავაზობს