Aa
Aa

"რეალი" 400 მილიონის გადახდას არ აპირებს - პერესს უფრო ეფექტური გეგმა აქვს

ნეიმარი, რომ ყურადღების ცენტრში ყოფნის დიდოსტატია, ეს არახალია. "პსჟ"-ში ხმაურიანი გადასვლიდან 3 თვის შემდეგ, ბრაზილიელ ფეხბურთელზე ახალი ჭორი აგორდა.

რამდენიმე დღის წინ ევროპულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზაფხულში მადრიდის "რეალი" თავისი პარიზული კარიერით უკმაყოფილო ნეიმარის გადმობირებას შეეცდება.

Marca-მ ისიც დაწერა, რომ კლუბი ლუკა მოდრიჩს 10 ნომერსაც ჩამოართმევს, რათა ბრაზილიელს მისი აღების პრობლემა არ ჰქონდეს.

დღეს, The Guardian-მა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც მადრიდელებს ნეიმარის გადმოსაბირებლად განსაკუთრებული გეგმა აქვთ შემუშავებული.

ფლორენტინო პერესის აზრით, "პსჟ" ბრაზილიელს 400 მილიონზე ნაკლებად არ შეელევა, "რეალს" კი ამხელა თანხის გადახდა არ შეუძლია. აქედან გამომდინარე, სამეფო კლუბი გარკვეულ თანხასთან ერთად, პარიზელებს გარეთ ბეილსა და ტონი კროოსს შესთავაზებს.

მადრიდელთა ვარაუდით, ასეთ წინადადებაზე ფრანგულ მხარეს უარის თქმა უნდა გაუჭირდეს. თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი მაინც ნეიმარის გადასაწყვეტი იქნება.

ბრაზილიელი ფეხბურთელის ცვალებადი ხასიათიდან გამომდინარე, წინასწარ რაიმეს განჭვრეტა ძალიან რთულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები