პსჟ, მადრიდის რეალი, კილიან მბაპე, ლუის ენრიკე
Aa
Aa

“ტრავმის რისკი არსებობს“ - ენრიკე მბაპეს შემცირებულ სათამაშო წუთებზე

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კილიან მბაპე მადრიდის „რეალში“ გადადის, „პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ, ფრანგი სუპერვარსკვლავის სათამაშო წუთები შეამცირა.

ფრანგ გულშემატკივრებს ეს ფაქტი დიდად არ ახარებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ესპანელმა სპეციალისტმა ღიად ისაუბრა.

რა თქვა ენრიკემ?

„მოთამაშეების თითოეულ დეტალს ინდივიდუალურად ვსწავლობ. ყველა მატჩში მნიშვნელოვანია, როგორც ხვალინდელი, ასევე ჩემპიონთა ლიგის. დემბელესთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, თუმცა უნდა ვაკონტროლოთ დრო ისეთ ფეთქებად ფეხბურთელებთან, როგორებიც უსმანი და მბაპე არიან. მათ აქვთ წარმოუდგენელი სისწრაფე, რომელიც ტრავმის რისკს შეიცავს. ეს გულისხმობს მეტ ან ნაკლებ სათამაშო დროს. სწორედ ამიტომ ვასვენებ ხშირად.

ჩემი აქ ჩამოსვლის დღიდან ნასერ ალ ხელაიფთან შესანიშნავი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა და მისგან სრულ ნდობას და მხარდაჭერას ვგრძნობ. ჩემი პროექტი კლუბისთვის ცოტა ახალია და წინა მწვრთნელებისგან განსხვავდება. მყავს ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი. ჩემი მიზანია, რომ გულშემატკივრებმა ჩვენი კარგი თამაში დაინახონ. პირადად მე, პარიზში თავს კარგად ვგრძნობ.“

როგორც უკვე მოგახსენეთ, კილიანის სათამაშო წუთები მას შემდეგ შემცირდა, რაც გაირკვა, რომ „სამეფო კლუბში“ გადასვლასთან ძალიან ახლოს არის.

ენრიკე კი ამბობს, რომ მის ჯანმრთელობას უფრთხილდება. რამდენად არის ეს სიმართლე ეს მხოლოდ თავად ესპანელმა იცის.

რაც შეეხება მბაპეს „რეალში“ ტრანსფერს, ავტორიტეტული გამოცემა BBC იუწყება, რომ ყველა დეტალი შეთანხმებულია და 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ზაფხულში „ბლანკოსს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, თუმცა „რეალი“ მას ტრანსფერისთვის საკმაოდ სოლიდურ ბონუსს გადაუხდის. საუბარი დაახლოებით 140 მილიონ ევროზეა.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 24 წლის შემტევი საიმიჯო რეკლამების უფლებების 80%-ს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ამ პრივილეგიით კრიშტიანუ რონალდუ სარგებლობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფრთხილად, ბარსელონა! - კვარადონა დაბრუნდა“ | Goal.com-ის სტატია ხვიჩაზე
„ფრთხილად, ბარსელონა! - კვარადონა დაბრუნდა“ | Goal.com-ის სტატია ხვიჩაზე