ბარსელონა, ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ბარსელონა VS ნაპოლი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ განმეორებით მატჩში „ბარსელონა“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით, ყველა მნიშვნელოვან და საინტერესო ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

წინა მატჩი

ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ნეაპოლში გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა. პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში მე-60 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ ანგარიში გახსნა. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ბარსა გაიმარჯვებდა, თუმცა ვიქტორ ოსიმენმა 75-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა.

შიდა ჩემპიონატი

ფრანჩესკო კალცონას დანიშვნის შემდეგ, „ნაპოლიმ“ სათამაშო ხარისხი გამოასწორა და რაც ყველაზე მთავარია ხვიჩა კვარაცხელია დიდებულ ფორმაში შევიდა. ქართველმა ვარსკვლავმა ბოლო 3 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სერია ა-ს გასულ ტურში, „პარტენოპეიმ“ „ტორინოს“ უმასპინძლა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. მასპინძელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ხვიჩამ გაიტანა. ამ მომენტისთვის, კალცონას გუნდი სატურნირო ცხრილში 44 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება.

რაც შეეხება „ბარსელონას“, კატალონიური გრანდი ლა ლიგის გასულ ტურში „მალიორკას“ საკუთარ კედლებში დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 1:0 გაიმარჯვა. ამ მომენტისთვის, ჩავი ერნანდესის გუნდი 61 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება და ლიდერ „რეალს“ 8 ქულით ჩამორჩება.

დანაკლისი

ამ მხრივ „ბარსელონას“ სერიოზული პრობლემები აქვს. ჩავი ერნანდესის განკარგულებაში ბალდე, გავი, პედრი, ფერან ტორესი და დეიონგი არ იქნებიან. უკლებლივ ყველას ტრავმა აქვს. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მარკოს ალონსოს თამაშიც. „პარტენოპეის“ კი „ბარსელონასთან“ კაიუსტე, ნგონგე და ზიელინსკი არ ეყოლება.

რა თქვა ჩავიმ მატჩის წინ?

ნაპოლიმ’’ თამაში გააუმჯობესა, უფრო სოლიდური და დინამიური გუნდია. მათი თამაში მომწონს, „ნაპოლის’’ ტოპ დონის მოთამაშეები ჰყავს. დაცვიდან ბურთით „ამოდიან’’, კალცონას დანიშვნის შემდეგ „ნაპოლიმ’’ პროგრესი აჩვენა, თამაშის ხარისხი გააუმჯობესა. ლობოტკას თამაში მომწონს, ბურთს არ კარგავს, მას „ბარსელონაში’’ ვისურვებდი, განსხვავების შემქმნელი ფეხბურთელია.

„ნაპოლისთან’’ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაგვაკლდება: ფრენკი დე იონგი, პედრი, გავი, ბალდე... კონკურენტუნარიანნი უნდა ვიყოთ და უნდა ვაჩვენოთ, რაზეც ვიმუშავეთ. ნეაპოლში უკეთესები ვიყავით და საშინაო მატჩშიც ასე უნდა იყოს. „ნაპოლისთან’’ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაგვაკლდება: ფრენკი დე იონგი, პედრი, გავი, ბალდე... კონკურენტუნარიანნი უნდა ვიყოთ და უნდა ვაჩვენოთ, რაზეც ვიმუშავეთ. ნეაპოლში უკეთესები ვიყავით და საშინაო მატჩშიც ასე უნდა იყოს.

ყველა სცენარზე ვიმუშავეთ, მათ შორის პენალტების სერიაზე. გუნდების შანსები თანაბარია, ქომაგების ფაქტორიდან გამომდინარე მცირედით ფავორიტები ჩვენ ვართ’’.

რა თქვა კალცონამ მატჩის წინ?

არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ „ბარსელონას“ წინააღმდეგ მხოლოდ კვარაცხელია ითამაშებს. გასაგებია, რომ კვარამ „ტორინოსთან“ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, თუმცა, გუნდურადაც კარგად ვითამაშეთ. ერთადერთი, რაც დაგვაკლდა, გამარჯვება იყო. ერთი შეცდომის გამო ეს ვერ შევძელით. ხვალინდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია და შეიძლება ითქვას, რომ წლის მატჩიც არის, რადგან შეგვიძლია წარუმატებელი შედეგების კომპენსირება მოვახდინოთ. ეს მნიშვნელოვანი იქნება გუნდის ენთუზიაზმისთვისაც და კლუბის მომავლისთვისაც.

როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან შიში? თუ გეშინია, რომ ძლიერ მეტოქესთან ვერ გამოჩნდები, წარმატებასაც ვერ მიაღწევ. უნდა გქონდეს გამბედაობა ისეთ ძლიერ გუნდებთან დაპირისპირების, როგორიც თუნდაც ბარსელონაა. ყველასთან თანაბარი პირობებით უნდა ვითამაშოთ და ყველა მატჩის მოგებას ვეცადოთ.

მიენიჭა, თუ არა გუნდს იდენტობა? ბევრი რამ შევცვალეთ. გუნდი უფრო კომპაქტური გახდა და ნაკლებ ორთაბრძოლებს თმობს. ამავდროულად, ვახერხებთ მეტი მომენტის შექმნას. ცოტას ვუშვებთ და თავს წინ ვიცავთ, უკან სირბილი არ გვიწევს. ეს პირველ რიგში მოთამაშეების დამსახურებაა, რომლებმაც წინ გიგანტური ნაბიჯები გადადგეს. მოგზაურობა ჯერ არ დასრულებულა, გასაკეთებელი კიდევ ბევრი გვაქვს, რათა გავხდეთ ის გუნდი, რაც მე მინდა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ და „ნაპოლის“ განმეორებითი მატჩი 12 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა-ოსიმენით ნაპოლის კარგი შანსი ექნება“ - არიედო ბრაიდა ბარსა-ნაპოლიზე
„კვარა-ოსიმენით ნაპოლის კარგი შანსი ექნება“ - არიედო ბრაიდა ბარსა-ნაპოლიზე