2017 წლის ოქროს ბურთი მესის გადაეცემა? ფოტო, რომელმაც მთელი ინტერნეტსივრცე მოიცვა
Aa
Aa

2017 წლის ოქროს ბურთი მესის გადაეცემა? ფოტო, რომელმაც მთელი ინტერნეტსივრცე მოიცვა

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო, რომელმაც მთელი ინტერნეტსივრცე მოიცვა.

ფოტოზე აღბეჭდილია France Football-ის ნომერი, რომელზეც ლეო მესია გამოსახული და ვხედავთ, რომ 2017 წლის ოქროს ბურთის მფლობელი სწორედ არგენტინელი გახდა.

ჯერჯერობით, ფოტოს ნამდვილობის შესახებ არაფერია ცნობილი, მაგრამ თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ნამდვილი შოკი იქნება.

ფანების უმრავლესობა თვლის, რომ ოქროს ბურთს რონალდუ იმსახურებს, რადგან მან გასულ წელს ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა მოიგო. მის ანგარიშზე ბევრი მნიშვნელოვანი გოლიც იყო.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ France Football-ი ყოველთვის აკეთებს ჟურნალის 3 სხვადასხვა ეგზემპლიარს სამი ფინალისტისთვის.

პორტუგალიური წარმოშობის ცნობილმა ამერიკელმა სპორტულმა ჟურნალისტმა და ამჟამად UEFA-ს მედია ხელმძღანელმა პედრო პინტომ სოციალური ქსელის twitter-ის საკუთარ გვერდზე, ამ თემასთან დაკავშირებით საკმაოდ ხმამაღალი პოსტი გამოაქვეყნა. "France Football-ი ყველანაირ ნდობას და პატივისცემას დაკარგავს, თუ ჯილდოს რონალდუს გადასცემს, რომელიც ევროპის ყველაზე უარესი მოთამაშეა. მესის შესანიშნავი მაჩვენებელი აქვს - ის საუკეთესო ბომბარდირი და ასისტენტია, ასევე 30+ მატჩის საუკეთესო მოთამაშე. კრიშტიანოს კი ძალიან ცუდი მაჩვენებელი აქვს".

სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ყველაფერი ნათელი გახდება და გავლენიანი ფრანგული გამოცემა ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები