გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდაშვილის შემცვლელი ნაპოვნია - მეკარე ვალენსიას ზაფხულში დატოვებს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას” დატოვებს. ავტორიტეტული ესპანური სპორტული გამოცემა AS-ის ცნობით, „ღამურების“ პრეზიდენტს პიტერ ლიმს ინგლისის პრემიერლიგის კლუბებთან მოლაპარაკებებები უკვე დაწყებული აქვს.

მისი სურვილია, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 30 მილიონი ევრო აიღოს. მამარდაშვილის შემცვლელი „ვალენსიას“ უკვე შერჩეული ყავს სტოლე დიმიტრევსკის სახით - ჩრდილო მაკედონიელ მეკარეს „რაიო ვალეკანოსთან“ კონტრაქტი რამდენიმე თვეში უსრულდება და მას თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებენ.

„ვალენსია“ წლევანდელ სეზონში შარშანდელთან შედარებით გაცილებით კარგად გამოიყურება და ევროტურნირების საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის, რაშიც უდიდესი წვლილი მამარდაშვილს მიუძღვის. მან ლა ლიგის 27 შეხვედრიდან ბურთი ცხრაში არ გაუშვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბორდალასი: “მამარდაშვილი სენსაციური იყო“
ბორდალასი: “მამარდაშვილი სენსაციური იყო“