ლუკა პარკაძე
Aa
Aa

კარგი ამბავი: პარკაძე დიდი პაუზის შემდეგ გოლით დაბრუნდა

„ბაიერნიდან’’ „ადმირა ვაკერში’’ განათხოვრებული ლუკა პარკაძე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გოლით დაბრუნდა, ქართველმა შემტევმა „ადმირა ვაკერის’’ სარეზერვო გუნდში ითამაშა, „ლანგენლებარნთან’’ 55-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და 89-ე წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ლუკას გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა, ამ გოლით გუნდს 3 ქულა მოუპოვა (3:2).

კუნთის ტრავმის გამო ამ სეზონში „ადმირას’’ პირველ გუნდში მხოლოდ ერთხელ ითამაშა, 15 სექტემბერს „ფლორიდსდორფთან’’ ცვლილებაზე გამოვიდა და მინდორზე 22 წუთი გაატარა.

„ადმირა'' ავსტრიის რანგით მეორე ლიგაში თამაშობს, 16-გუნდიან ჩემპიონატში 27 ქულით მე-10 ადგილზეა. შემდეგ ტურში „ადმირა'' „ამშტეტტენს'' ესტუმრება. შესაძლოა, ამ შეხვედრაში 18 წლის ქართველმა ტალანტმა ითამაშოს.

ლუკას 2023 წლის ზაფხულიდან მოყოლებული მიუნხენის „ბაიერნთან’’ 5-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს. ავსტრიულ კლუბში ერთწლიანი იჯარით თამაშობს. თბილისის „დინამოს'' აკადემიის აღზრდილია, „ბაიერნთან'' კონტრაქტის გაფორმებამდე რამდენიმე მატჩი „დინამოსა'' და „გაგრაში'' (იჯარა) ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები