ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

დავითაშვილი - „ბორდოს“ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი

ცნობილმა სააგენტო „ტრანფერმარკეტმა“ საფრანგეთის ლიგა 2-ის თითოეული კლუბის ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასები გამოაქვეყნა. ბუნებრივია მათ შორის მოხვდა „ბორდო“, სადაც ზურიკო დავითაშვილი თამაშობს.

 23 წლის ქართველი ჟირონდული კლუბის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე აღმოჩნდა - მისი სატრანსფერო ღირებულება 2.5 მილიონ ევროს შეადგენს. მეორე-მესამე პოზიციებს ესპანელი ნახევარმცველი პედრო დიასი და სლოვენიელი ფორვარდი ზან ვიპოტნიკი იკავებენ - თითოეული 2 მილიონად არის შეფასებული.

 საფრანგეთის ლიგა 2-ის 28-ე ტურში „ბორდო“, რომელიც 36 ქულით მეცამეტე ადგილზეა, დღეს საკუთარ სტადიონზე „კევილს“ უმასპინძლებს. დავითაშვილის ანგარიშზე მიმდინარე გათამაშებაში 3 გოლი და 3 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დავითაშვილი სასტარტოს დაუბრუნდა - ბორდომ გენგამი დაამარცხა
დავითაშვილი სასტარტოს დაუბრუნდა - ბორდომ გენგამი დაამარცხა