ხვიჩა კვარაცხელია, საბა საზონოვი
Aa
Aa

„საზონოვი კვარას კარგად იცნობს და ამიტომ შევიყვანეთ“ | იურიჩის ასისტენტი

იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ ქულები დაკარგა და „ტორინოსთან“ ფრედ, 1:1 ითამაშა. მატჩის შემდეგ, „გრანატას“ თავკაცის, ივან იურიჩის ასისტენტი, მატეო პარო ჟურნალისტებს შეხვდა და „ნაპოლისთან“ გამართულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„მნიშვნელოვანი ქულა ავიღეთ. ბიჭები ძალიან ბედნიერი არიან. მათ ერთობა გამოავლინეს და მიუხედავად იმისა, რომ პირველი გოლი მეტოქემ გაიტანა, თამაშში დავბრუნდით, რაც მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა, ბევრი კომპონენტი გვაქვს გასაუმჯობესებელი.

ნაპოლისთან გამართული პირველი მატჩისგან განსხვავებით, დღეს პარტენოპეიმ უკეთ ითამაშა. მათ მეტი ინტენსივობა, ტექნიკა და ხასიათი აჩვენეს. გვაიძულეს, უკან დაგვეხია და ნამდვილად ჩვენზე უკეთ ითამაშეს. ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ქულის აღება, რომელიც ბრძოლითაა მოპოვებული, ძალიან საამაყოა.

საზონოვი? საბა ბევრს მუშაობს და შევიყვანეთ, რადგან კვარაცხელიას კარგად იცნობს. მისი თანამემამულეა და ჩვენი მიზანი იყო, ხვიჩას შესაჩერებლად მაქსიმუმი გაგვეკეთებინა“.

ცნობისთვის, ტორინოსთან“ აღებული ქულის შემდეგ, „ნაპოლის“ 44 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციას იკავებს. „პარტენოპეის“ მომდევნო შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე, „ბარსელონას“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კალცონა: კვარა განსაკუთრებული ფეხბურთელია, მას ბოლომდე ვენდობი
კალცონა: კვარა განსაკუთრებული ფეხბურთელია, მას ბოლომდე ვენდობი