თორნიკე შენგელია
Aa
Aa

„ჯორდანის 23 ნომერი მოვითხოვე“ | შენგელიას ისტორია ჩიკაგოში ტრეიდზე

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ბერძნულ გამოცემას, Sports Algr-ს ინტერვიუ მისცა. შენგელიამ NBA-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა და განაცხადა, რომ „ბრუკლინ ნეთსიდან“ „ჩიკაგო ბულსში“ გადასვლის შემდეგ, ახალ გუნდში, ხუმრობით მაიკლ ჯორდანის 23-ნომრიანი მაისურით თამაში მოითხოვა.

„ტრეიდის განხორციელებამდე დამირეკეს და ვისაუბრეთ, ჩემგან რას ელოდნენ და გუნდის როგორ წევრად მხედავდნენ. მითხრეს, ჩემში რა მოსწონდათ და რა კომპონენტები უნდა გამეუმჯობესებინა. დიალოგის ბოლოს, მკითხეს, რა ნომრით მსურდა თამაში. ვიხუმრე და ვუთხარი, რომ 23 ნომერი მინდოდა. მითხრეს, კარგი, პრობლემა არააო და ყურმილი დაკიდეს.

გამეცინა და ჩემს თავს ვკითხე, რა ხდება-მეთქი. 30 წამის შემდეგ, ისევ დამირეკეს და მითხრეს: „გთხოვ, სამსახურს ნუ დამაკარგვინებ და სხვა ნომერი აირჩიე“. ამის შემდეგ, 7-ნომრიანი მაისურით თამაში გადავწყვიტე.

რატომ არ დავბრუნდი NBA-ში? სიმართლე გითხრათ, დაბრუნების შანსი რამდენჯერმე მქონდა, მაგრამ ჩემით დაინტერესებული გუნდების შემადგენლობას რომ გადავხედე, მივხვდი, რომ ბევრი სათამაშო დრო არ მექნებოდა და არ ღირდა, დამეთმო ის, რასაც ევროპაში ვაშენებდი იმის სანაცვლოდ, რასაც მთავაზობდნენ“.

ცნობისთვის, შენგელია დრაფტზე 54-ე ნომრად, „ფილადელფია სევენთი სიქსერსმა“ აირჩია და „ბრუკლინ ნეთსში“ გაცვალა. „ნეთსში“ შენგელიამ 2 სეზონი გაატარა, შემდეგ კი „ჩიკაგოში“ გადავიდა. ვინც არ იცით, „ბულსში“ 23 ნომრით ლეგენდარული მაიკლ ჯორდანი თამაშობდა და „ხარებმა“ მისი ნომერი ხმარებიდან 1994 წელს ამოიღეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როგორ შევაჩერებთ კვარა-ოსიმენს?“ | იურიჩს ნაპოლის შემტევებზე ჰკითხეს
„როგორ შევაჩერებთ კვარა-ოსიმენს?“ | იურიჩს ნაპოლის შემტევებზე ჰკითხეს