პოლ სქოულზი, პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი, ფილ ფოდენი, ფრენკ ლამპარდი
Aa
Aa

სქოულზი: “ფოდენი ლამპარდზე უკეთესი ფეხბურთელია“

ფილ ფოდენი, რომ ნიჭიერი ფეხბურთელია და პეპ გუარდიოლას ხელმძღვანელობის ქვეშ საოცრად დაიხვეწა ეს ახალი არავისთვის არის.

ინგლისელი შემტევი ესპანელი სპეციალისტის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია. ფილიც პეპის გაცემულ ავანსებს ამართლებს და მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ სიტის“ ლიდერად მოგვევლინა. ამაზე მისი სტატისტიკაც მეტყველებს, რომელსაც მოგვიანებით მოგახსენებთ.

იქამდე კი ლეგენდარული პოლ სქოულზის ინტერვიუს შემოგთავაზებთ, რომელშიც „იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი ფილზე საუბრობს.

სქოულზი:

„მიმდინარე სეზონში ფოდენი ახალ დონეზე ავიდა. ის ჯერ მხოლოდ 23 წლის არის და უამრავი რამ მოიგო, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი აქვს. ფილი ფრენკ ლამპარდზე უკეთესი ფეხბურთელია, მაგრამ ფრენკი გოლებს ნახევარდაცვიდან იტანდა და ტიტულებიც ასე მოიგო. არასწორად არ გამიგოთ. ლამპარდი უდიდესი ფეხბურთელი იყო და საოცარი კარიერა ჰქონდა. ვფიქრობ, ფოდენი კიდევ უფრო მეტს მიაღწევს.“

მიმდინარე სეზონში, 23 წლის ინგლისელმა ყველა ტურნირზე ერთად 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 18 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შეგახსენებთ იმას, რომ პეპ გუარდიოლამ ფოდენის გამო რიად მარეზი გაყიდა, რათა ფილს გაცილებით მეტი სათამაშო წუთები ჰქონოდა, თუმცა მიზეზი მხოლოდ ეს არ იყო. გუარდიოლა ახალგაზრდა შემტევს უსიტყვოდ ენდო და მან ეს ნდობა გაუმართლა.

ამ ფაქტს ხაზს ისიც უსვამს, რომ გუარდიოლამ ფილი ამ სეზონის პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. მეტიც, რამდენიმე წლის წინ, „სიტის“ დამრიგებელმა ფოდენი ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად დაასახელა, ვისთანაც ოდესმე უმუშავია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
BILD: ალონსოს და ბაიერნს შორის მოლაპარაკება არ არსებობს
BILD: ალონსოს და ბაიერნს შორის მოლაპარაკება არ არსებობს