მანჩესტერ სიტი, ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

ჰოლანდი: “მესი უნდა წავიდეს, რომ მე ოქროს ბურთი მოვიგო“

2023 წლის ოქროს ბურთის მთავარი კანდიდატები ლიონელ მესი და ერლინგ ჰოლანდი იყვნენ. გამარჯვება კი ლეო მესის დარჩა. გასულ სეზონში, ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ტრიპლეტი მოიგო, ხოლო არგენტინელმა 2022 წლის მუნდიალი.

როგორც აღმოჩნდა, ერლინგი ლეო მესის უდიდეს პატივს სცემს. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, თუ როდის შეძლებს ოქროს ბურთის მოგებას, რაზეც ჰოლანდმა უპასუხა:

„კარგი შეკითხვაა, მაგრამ არ ვიცი პასუხი არ მაქვს. ყველა საკლუბო ტიტული მოვიგე და მე ჯერ მხოლოდ 23 წლის ვარ. რა თქმა უნდა, მინდა, რომ ოქროს ბურთიც მოვიგო. ლეო მესი საუკეთესოა, ვისაც კი ოდესმე ფეხბურთი ითამაშია. ვფიქრობ, ის ფეხბურთიდან უნდა წავიდეს, რომ მე ან სხვა ფეხბურთელმა ოქროს ბურთი მოვიგოთ.“

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ნორვეგიელმა შემტევმა ყველა ტურნირზე ერთად 53 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 52 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ასევე გეტყვით, რომ ერლინგმა მიმდინარე სეზონში „სიტის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 31-ჯერ მოირგო, 28 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როდესაც საგოლე ეპიზოდში მონაწილეობს, ნაპოლი ყველა თამაშს იგებს - ხვიჩას საოცარი სტატისტიკა
როდესაც საგოლე ეპიზოდში მონაწილეობს, ნაპოლი ყველა თამაშს იგებს - ხვიჩას საოცარი სტატისტიკა