ნაპოლი, ფრენკი დე იონგი, პედრი
Aa
Aa

ნაპოლისთან დე იონგი და პედრი გამოირიცხა?! ბარსელონა წამყვანი ნახევარმცველების გარეშე

„ბარსელონამ“ ესპანეთის ლა ლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში „ბილბაოსთან“ ნახევარდაცვის ლიდერები, ფრენკი დე იონგი და პედრი დაკარგა. ორივე მათგანმა ტრავმა პირველ ტაიმში მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხეს.

23-ე წუთზე ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ტერფი უნაი გომესთან ბრძოლისას დაიზიანა და ის ფერმინ ლოპესმა შეცვალა. 21 წლის ესპანელს კი ძველი ტრავმის რეციდივი აქვს და მან მოედანი თვალცრემლიანმა დატოვა - პედრი ლამინ იამალმა ჩაანაცვლა.

„ბარსელონა“ „ნაპოლისთან“ საპასუხო მატჩს 12 მარტს ჩაატარებს და თითქმის გადაწყვეტილია, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის მეორე რაუნდში არც დე იონგი იქნება და არც პედრი. ამ გუნდებს შორის ნეაპოლში გამართული შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსას სახელფასო ბიუჯეტის 200 მილიონით შემცირება მოუწევს - 3 ვარიანტი
ბარსას სახელფასო ბიუჯეტის 200 მილიონით შემცირება მოუწევს - 3 ვარიანტი