ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე
Aa
Aa

ბუდუმ ცვლილებაზე ითამაშა - კარლსრუემ დამაჯერებლად მოიგო

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ „გროიტერ ფიურტს“ უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა.

როგორც ბოლო მატჩებში ხდება, ზივზივაძემ მატჩი ამჯერადაც თადარიგიდან დაიწყო და მოედანზე 75-ე წუთზე გამოჩნდა.

„კარლსრუე“ 42-ე წუთზე იგორ მატანოვიჩმა დააწინაურა, რომელმაც მეორე ტაიმში დუბლის შესრულება შეძლო. შლოისნერმა მატანოვიჩის მსგავსად ასევე დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

29 წლის ქართველმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონის მეორე ბუნდესლიგაში 23 მატჩში 8 გოლი შეაგდო, ბოლო 11 მატჩში ბუდუს ანგარიშზე 7 გოლი გაიტანა.

„კარლსრუე“ სატურნირო ცხრილში 24 ტურის შემდეგ 35 ქულით მე-8 ადგილს იკავებს. ბუდუს გუნდი პლეი-ოფის ზონაში მყოფ „ჰამბურგს“ 6 ქულით ჩამორჩება. მომდევნო შეხვედრას 9 მარტს სტუმრად „ჰოლშტეინთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარახა: “გიორგიმ 2:2 აგვარიდა, მაგრამ..“
ბარახა: “გიორგიმ 2:2 აგვარიდა, მაგრამ..“