უშანსოდ - საქართველომ რუმინეთი დაამარცხა და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია
Aa
Aa

უშანსოდ - საქართველომ რუმინეთი დაამარცხა და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრაში საქართველომ რუმინეთს უმასპინძლა და 43:5 დაამარცხა.

ფინალის საგზურის გარდა, საქართველო-რუმინეთის შეხვედრაში ტრადიციულად ანთიმოზ ივერიელის თასიც გათამაშდა. ქართველებსა და რუმინელებს შორის აქამდე გამართული ცხრამეტი მატჩიდან თექვსმეტი „ბორჯღალოსნებს“ ჰქონდათ მოგებული, დღეს კი მე-17 გამარჯვება გაიფორმეს.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, პირველი ტაიმი რიჩარდ კოკერილის გუნდმა 10:0 მოიგო. აკაკი ტაბუცაძე მარჯვენა ფლანგზე შეუჩერებელი იყო და რუმინელებს მის წინააღმდეგ შანსი უბრალოდ არ ჰქონიათ.

მეორე ტაიმში ბევრი არაფერი შეცვლილა. „ბორჯღალოსნები“ უპირატესობას ფლობდნენ და ეს ანგარიშშიც აისახა.

ქართველი მორაგბეები მოლს, ფლანგიდან გარღვევებს, ხელდახელ თამაშს, თითქმის ყველაფერს იყენებდნენ და მეტოქეს ყველა კომპონენტში ჯაბნიდნენ. რუმინელები ჩვენს ჩათვლის მოედანთან ახლოს მოსვლასაც ვერ ახერხებდნენ.

მეორე ტაიმში კიდევ 4 ლელო დაიდო, რომლის ავტორებიც მირიან მოდებაძე, ბექა გორგაძე, ლუკა ივანიშვილი, დემე თაფლაძე და ტაბუცაძე გახდნენ, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა. მეტოქემ მხოლოდ 1 ლელოს დადება მოახერხა და სულ ეს იყო, რაც რუმინეთმა ამ შეხვედრაში შემოგვთავაზა.

ფინალში „ბორჯღალოსნების“ მეტოქე ხვალ გაირკვევა, როცა ერთმანეთს მეორე ნახევარფინალში პორტუგალია და ესპანეთი დაუპირისპირდებიან. ფინალი კი ნეიტრალურ მოედანზე საფრანგეთში გაიმართება.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბაკაევი: ხვიჩა ჩემთვის ძმასავითაა, ბრწყინვალე ბიჭია კარგი მანერებით
ბაკაევი: ხვიჩა ჩემთვის ძმასავითაა, ბრწყინვალე ბიჭია კარგი მანერებით