თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიამ ტრავმა მიიღო | ვირტუს ბოლონიამ ვალენსიას მოუგო

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგის მიმდინარე სეზონში მე-17 გამარჯვება იზეიმა. ქართველი კალათბურთელის გუნდი საკუთარ კედლებში „ვალენსიას“ დაუპირისპირდა და ესპანურ გუნდს დამაჯერებლად, 87:74 სძლია.

შენგელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ პარკეტის იძულებით დატოვება მოუწია. პირველი მეოთხედის დასრულებამდე 3 წუთითა და 45 წამით ადრე, თოკომ კოჭი გადაიბრუნა და გასახდელს მიაშურა. „ვირტუს ბოლონიამ“ მატჩი მის გარეშე ჩაამთავრა.

„ვირტუს ბოლონიას“ რიგებში საუკეთესო მარკო ბელინელი იყო - 16 ქულა, 2 შედეგიანი გადაცემა. ჯორდან მიკიმ 14 ქულა, 7 მოხსნა და 1 ასისტი მიითვალა. აიზეია კორდინიემ და გაბრიელ ლუნდბერგმა 12 და 11 ქულა დააგროვეს.

ცნობისთვის, „ვირტუს ბოლონიას“ 17 მოგება და 10 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციას იკავებს. იტალიელები მომდევნო შეხვედრას 3 მარტს გამართავენ და სტუმრად „სასარის“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას დამატებითი ჟანგბადი მისცეს, ის კი აღქმად სილამაზეს ავრცელებს...“
„კვარას დამატებითი ჟანგბადი მისცეს, ის კი აღქმად სილამაზეს ავრცელებს...“