ილია თოფურია, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„თოფურია არაკორექტულად საუბრობს, ის ხომ უფრო ესპანელია...“

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, უმარ ნურმაგომედოვმა ილია თოფურიაზე და მის სამომავლო ბრძოლებზე ისაუბრა.

„ვერ ვიტყვი, რომ ილიას ისლამთან რაიმე შანსი აქვს. თოფურია საკუთარი თვალით მყავს ნანახი და მსუბუქი წონითი დივიზიონისთვის დაბალი ბიჭია. თითქმის ჩემი სიმაღლეა, ცოტათი მაღალია, და არ მგონია, მახაჩევთან ან ხაბიბთან რაიმე შანსი ჰქონდეს. უბრალოდ, ამ ბიჭმა იცის, საკუთარ თავს პიარი როგორ გაუკეთოს.

რატომ სჭირდება მას მახაჩევთან ბრძოლა? მის წონაში არის მოვსარი, რომელსაც წაუგებელი სერია აქვს. რა თქმა უნდა, მათი დაპირისპირებისას ჩემი ძმისკენ ვიქნები, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ის ფავორიტი იქნება. თოფურია რთული მეტოქეა, ძლიერი დარტყმით. ეს იქნება ორი ამბიციური მეტოქის დაპირისპირება.

მოვსარი კარი მებრძოლია, ამ ბრძოლის ნახვის სურვილი მაქვს.

თოფურიას საუბარი? ის კორექტული არ არის. კავკასიასა და საქართველოში უფროსებს პატივისცემით ეპყრობიან. დვალიშვილი უფრო არის კავკასიელი, ვიდრე თოფურია. ილია ხომ უფრო ესპანელია“.

- განაცხადა ნურმაგომედოვმა Ushatayka-ს იუთუბ არხთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ილიას მომდევნო ბრძოლების გამართვა სამიდან ერთ-ერთ მეტოქესთან სურს: კონორ მაკგრეგორთან, ისლამ მახაჩევთან ან შონ ომალისთან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როდესაც დამარტყა, ვუთხარი, რომ ჩემი ჯერიც დადგებოდა, შემდეგ კი...“ - რას იხსენებს თოფურია
„როდესაც დამარტყა, ვუთხარი, რომ ჩემი ჯერიც დადგებოდა, შემდეგ კი...“ - რას იხსენებს თოფურია