ჯიკიჩი: “წაგების გამო ალიბის არ ვეძებ, ეს ჩემი სტილი არ არის"
Aa
Aa

ჯიკიჩი: “წაგების გამო ალიბის არ ვეძებ, ეს ჩემი სტილი არ არის"

ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სერბეთს უმასპინძლა და სამწუხაროდ 76:63 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ჯიკიჩმა და ბურჯანაძემ კომენტარები გააკეთეს.

ჯიკიჩი:

პირველ რიგში, მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. იმავეს ვიტყვი, რაც ბექამ თქვა. მადლობა გიორგის მისი კარიერისთვის. დღევანდელი შეხვედრა მას დიდად არ დაეხმარა და სამწუხაროდ წავაგეთ. სანამ მატჩზე ვისაუბრებ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფედერაციას და კლუბებს იმისთვის, რომ მოთამაშეები ნაკრებში გამოუშვა. წაგების გამო ალიბის არ ვეძებ, ეს ჩემი სტილი არ არის.

რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა, თუმცა სამწუხაროდ ასევე კონცენტრაციის სერიოზული პრობლემა შეგვექმნა. ეს რამდენიმე მოთამაშეს ეხება და ძალიან არ მომეწონა. ბექას სიტყვებს მონდომებაზე დავეთანხმები, მაგრამ ეს თამაშის მოსაგებად საკმარისი არ არის. სერბეთი დღეს ჩვენზე უკეთესი იყო. საკვალიფიკაციო ეტაპი ისე ვერ დავიწყეთ, როგორც მე დავგეგმე. დღეს ვიღაცამ თქვა, რომ დღეს ჩვენ ისე ვითამაშებდით, როგორც დანიასთან და ასე შემდეგ.. ეს სისულელეა. არ დავნებდებით, ევრობასკეტზე გასვლას ვაპირებთ.

იყვნენ მოთამაშეები, რომელთა იმედიც მქონდა, მაგრამ თავი დაკისრებულ მოვალეობას ვერ გაართვეს. ამ საკითხზე კითხვებს ნუ დამისვამთ, რადგან სახელებს არცერთ შემთხვევაში არ გეტყვით. ყველაფერს დრო სჭირდება. ჩვენ, როგორც გუნდი უფრო უკეთესად ვითამაშებთ. მჯერა, რომ მოვუმატებთ და გაცილებით უკეთესები ვიქნებით.“

ბურჯანაძე:

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ცინცაძეს დიდებული კარიერისთვის. ვწუხვარ, რომ დღეს დავმარცხდით. ამ მატჩისთვის მოსამზადებლად დიდი დრო არ გვქონდა. ახალი მწვრთნელი გვყავს, ახალი სტრუქტურა. რამდენიმე სულელურმა შეცდომამ ბევრი რამ გადაწყვიტა. წინ ბევრი მატჩი დაგვრჩა და უფრო ბევრი დრო გვექნება მოსამზადებლად.

არცერთი კალათბურთელი მათ შორის მეც, არ ვართ დღევანდელი მატჩით კმაყოფილი, თუმცა მიხარია, რომ მონაწილეობა მივიღე. მაქსიმალურად ვეცადე, რომ თანაგუნდელებს და ნაკრებს დავხმარებოდი. ასევე, ყველა თანაგუნდელმა ძალიან მოინდომა. იმედი მაქვს, მომავალ მატჩებში ბევრი რამ გამოსწორდება.“

 წაგების შემდეგ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჯგუფში 0 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება. საქართველოს შემდეგი ოფიციალური მატჩი უკვე 7 ივლისს ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ეტაპზე ლატვიის წინააღმდეგ ელოდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ბიჭებს, რომლებიც არ მოსწონს, სატიტულო ბრძოლას არ აძლევს“ - UFC-ის ყოფილი მებრძოლი დენა უაითზე
„ბიჭებს, რომლებიც არ მოსწონს, სატიტულო ბრძოლას არ აძლევს“ - UFC-ის ყოფილი მებრძოლი დენა უაითზე