კარლო ანჩელოტი, ლუკა მოდრიჩი
Aa
Aa

ანჩელოტი: “მოდრიჩის მომავალი თავის ხელშია“

ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის „რეალმა“ „სევილია“ 1:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. ერთადერთი გოლი ლიკა მოდრიჩის ანგარიშზეა, რომელმაც ანდალუსიელებს შორეული დარტყმით გაუტანა.

თანაგუნდელებმა ხორვატ ნახევარმცველს გატანილი გოლი მხურვალედ მიულოცეს. კარლო ანჩელოტიმ კი მის მომავალზე ისაუბრა.

რა თქვა ანჩელოტიმ?

„ლუკას განსაკუთრებით მივულოცეთ, რადგან მან ეს დაიმსახურა. მოდრიჩმა გაიტანა შესანიშნავი გოლი, რომელმაც 3 ქულა მოგვიტანა. მოედანზე შესვლის მომენტიდან არაერთი სასარგებლო რამ გააკეთა. ის გვანახებს, რომ სკამზე მისი დატოვება ძალიან რთულია. არა მხოლოდ იმის გამო, რომ კარგად თამაშობს, არამედ, თუ როგორ ვარჯიშობს ის ყოველდღე.

მისი მომავალი? ყველაფერი თავად მოდრიჩის ხელშია. მის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ. პატივისცემიდან გამომდინარე, მე არ შემიძლია რჩევის მიცემა. მან მშვენივრად იცის რა უნდა გააკეთოს.“

შეგახსენებთ, რომ ვეტერან ხორვატს მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში ეწურება. რამდენიმე დღის წინ, ანჩელოტიმ მოდრიჩს მის სამწვრთნელო შტაბში მუშაობა შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2017 წელს რეალს ბარსაში გადასვლა ერჩივნა | უცნობი ინფორმაცია მბაპეზე
2017 წელს რეალს ბარსაში გადასვლა ერჩივნა | უცნობი ინფორმაცია მბაპეზე