გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ლიგა 1-ის თვის საუკეთესო გოლი | გიორგი მიქაუტაძე ნომინანტებს შორის

საფრანგეთის უმაღლესმა ჩემპიონატმა, ლიგა 1-მა აპრილის თვის საუკეთესო გოლის ჯილდოს ნომინანტები დაასახელა. აღნიშნული პრიზის მოპოვების შანსი „მეცის“ ქართველ ფეხბურთელს, გიორგი მიქაუტაძეს აქვს და გამარჯვებული ქომაგებმა უნდა გამოავლინონ.

ლიგა 1-მა მიქაუტაძის მიერ „ლანსის“ კარში გატანილი ბრწყინვალე გოლი გამოარჩია. მის გარდა, ნომინანტებს შორის პშემისლავ ფრანკოვსკი, კრისტიან კასერესი, კილიან მბაპე და ფარის მუმბანია არიან. ქართველი ფეხბურთელისთვის ხმის მიცემა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძეს ბოლო 4 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი. „ბრესტთან“ და „ლანსთან“ მან დუბლები გაიფორმა, ხოლო „ლე ავრთან“ და „ლილთან“ თითო-თითო ბურთი შეაგდო. ქართველი ფეხბურთელის ბრწყინვალე ფორმის მიუხედავად, „მეცი“ მე-16 ადგილზე იმყოფება. მიქაუტაძის გუნდს 29 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას 4 მაისს, „რენის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს სიგიჟეა, ჩემპიონები ასე არ იქცევიან“ - ვოლკანოვსკი თოფურიაზე
„ეს სიგიჟეა, ჩემპიონები ასე არ იქცევიან“ - ვოლკანოვსკი თოფურიაზე