მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

მერაბთან წააგო, მაგრამ მაინც არ მიდის | სეხუდო კარიერას არ ასრულებს

UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჰენრი სეხუდომ, რომელმაც ბოლო ბრძოლა მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ გამართა, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ქართველთან ჩხუბამდე, „ტრიპელ სი“ ამბობდა, რომ „მანქანასთან“ წაგების შემთხვევაში, კარიერას დაასრულებდა, მაგრამ როგორც ჩანს, ვითარება შეიცვალა.

სეხუდომ იუთუბის საკუთარ არხზე ვიდეო გამოაქვეყნა და ბრენდონ მორენო გამოიწვია. ეს უკანასკნელი უმსუბუქეს წონით დივიზიონში ასპარეზობს და ბოლო ბრძოლა ბრენდონ როივალის წინააღმდეგ გამართა. მორენო მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა და სეხუდომ მასთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა.

„ყველამ ნახეთ ბოლო ბრძოლაში რა მოხდა. მერაბმა დომინანტურად გაიმარჯვა და 3-დან მხოლოდ 1 რაუნდი მოვიგე. ვფიქრობ, მორენო ჩემნაირ მდგომარეობაში იმყოფება და საინტერესოა, ჩვენი მომდევნო ნაბიჯი რა იქნება. ბრენდონ, მოდი, საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და 14 სექტემბერს, ლას-ვეგასში ვიჩხუბოთ. დაე, ჩვენი ბრძოლა ღონისძიების მთავარი მოვლენა იყოს“, - თქვა სეხუდომ.

ცნობისთვის, დვალიშვილთან ბრძოლამდე „ტრიპელ სიმ“ განაცხადა, რომ მისთვის სასწორზე ყველაფერი იდო და მარცხისა და სატიტულო ბრძოლის მიღების შანსის დაკარგვის შემთხვევაში, MMA-დან წავიდოდა. როგორც ჩანს, მისთვის ვითარება შეიცვალა და სხვა მიზნები გაუჩნდა. მორენოს რაც შეეხება, ის უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონია და ქამარი ალეშანდრე პანტოჟასთან მარცხის შემდეგ დაკარგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას დახმარება სჭირდება“ | ნაპოლი შეადარეს ადგილს, რომელსაც ცუნამიმ გადაუარა
„კვარას დახმარება სჭირდება“ | ნაპოლი შეადარეს ადგილს, რომელსაც ცუნამიმ გადაუარა