აურელიო დე ლაურენტისი, ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

სპალეტი: დე ლაურენტისის 4 ვერსია არსებობს - რომელმა მათგანმა შემომიტია?

ლუჩანო სპალეტიმ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში „ნაპოლის“ შესახებაც ისაუბრა და დე ლაურენტისის მისამართით დასმულ კითხვებს უპასუხა.

როგორ და რა ემოციებით უყურებთ წელს ნაპოლის ქომაგების ტანჯვას?

„ერთ ამბავს მოგიყვებით, რომელიც ყველაფერს აერთიანებს. ნაპოლი მილანის მატჩის სანახავად ბარში წავედი. ლაუნჯის ზონაში. ბავშვი მამასთან ერთად იქვე იყო და თამაშს უყურებდა. როცა მე დამინახა, დაჟინებით მიცქერდა, ბოლოს მშობელმა ჩემთან მოსვლის უფლება მისცა, ის ჩამეხუტა და ტიროდა. ხელში ავიყვანე და ის ისევ ტიროდა. მამამისს ტელეფონის ნომერს სიამოვნებით ვკითხავდი. თუ ვინმე მას იცნობთ, ძალიან მსურს იმ ბავშვს კიდევ ერთხელ დაველაპარაკო, რომელმაც გული მომიკლა.

დე ლაურენტისის იერიშები ჩემი მისამართით? აურელიოს ოთხი თუ ხუთი ვერსია არსებობს და ამჯერად, რომელ მათგანს გულისხმობთ? რომელი ლაპარაკობდა? არსებობს მადლიერი, გაბრაზებული, სევდიანი და სრულიად განსხვავებული დე ლაურენტისი, ისეთი, როგორიც ჟურნალისტებს ვერ წარმოგიდგენიათ. მას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგებას ვუსურვებ, რაც ფინანსურად უზარმაზარი წინსვლის და სტაბილურობის გარანტიაა“.

- განაცხადა სპალეტიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანინო: მიმაჩნია, რომ კალცონა კვარაცხელიასთვის შესაფერისი მწვრთნელია
სანინო: მიმაჩნია, რომ კალცონა კვარაცხელიასთვის შესაფერისი მწვრთნელია