მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

„3 რაუნდი არაფერია, 10-რაუნდიანი ჩხუბი მომეცით!“ | რა თქვა მერაბმა გამარჯვების შემდეგ

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ორი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, ჰენრი სეხუდო დაამარცხა. „მანქანამ“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა (29:28, 29:28, 29:28) და ზედიზედ მე-10 ბრძოლა მოიგო.

„ტრიპელ სის“ დამარცხების შემდეგ, დვალიშვილმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა: „ამაყი ვარ, მაგრამ ამისთვის მთელი ცხოვრება თავდაუზოგავად ვმუშაობდი. მარტივად არაფერი მიმიღია. ყველაფრისთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი და თავდაუზოგავ შრომას შედეგი ყოველთვის მოაქვს!

ბოლო რამდენიმე თვეა, მარკ ცუკერბერგი ჩემი გულშემატკივარია და დღეს, ჩემი ჩხუბის სანახავად მოვიდა. როგორც ხედავთ, მძიმედაც კი არ ვსუნთქავ, რადგან სპორტდარბაზში ყოველდღე ვვარჯიშობ და ვიბრძვი. მეორე რაუნდში ყელში მაგრად მქონდა წაჭერილი, მაგრამ რამდენიმე წამი იყო დარჩენილი და ვერ დავაფინიშე. ჩემი მიზანი ყველა რაუნდში დომინაცია და დამაჯერებლობაა. 3 რაუნდი არაფერია, 10-რაუნდიანი ბრძოლა მომეცით. სად არის ჩემპიონი? მოიყვანეთ! ახლავე ვეჩხუბები! ყველანი მიყვარხართ! მადლობა ღმერთს, მადლობა UFC-ს!

10 რაუნდისთვის ვარ მზად! ვინც არ უნდა იყოს ჩემპიონი, ჩემი მომდევნო მეტოქე სწორედ ისაა! შონ ომალის 2018 წლიდან ვიწვევ, მაგრამ ახლა მთავარია, ქამრის მფლობელი ვინ იქნება და მომდევნო ბრძოლა ტიტულისთვის მინდა (მოქმედი ჩემპიონი ომალია და მომდევნო ბრძოლას მარლონ ჩიტო ვერას წინააღმდეგ გამართავს)! ჩემი ერთადერთი მიზანი ჩემპიონობაა. და კიდევ ერთი, ყველა ქართველს, ვინც ახლა აქ იმყოფება, დიდი მადლობა თქვენ! მჯერა, ილია თოფურია დღეს ჩემპიონი გახდება და ჩემს საყვარელ მებრძოლს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაამარცხებს!“.

გეტყვით იმასაც, რომ სეხუდო UFC-ის ისტორიაში ის მეოთხე მებრძოლია, რომელიც საჩემპიონო ქამარს ერთდროულად ორ წონით დივიზიონში ფლობდა. ბოლოს მან მერაბის ახლო მეგობართან, ალჯამეინ სტერლინგთან იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაცარი: “ხვიჩას ვურჩიე, რომ სიფრთხილე გამოეჩინა“
მაცარი: “ხვიჩას ვურჩიე, რომ სიფრთხილე გამოეჩინა“