ქვინსი პრომესი
Aa
Aa

1.3 ტონა კოკაინის კონტრაბანდა - ქვინსი პრომესს 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

საფეხბურთო სამყაროში მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავრცელდა. ნიდერლანდების ნაკრების ფეხბურთელი ქვინსი პრომესი 6 წლის განმავლობაში ციხეში იჯდება.

ამის მიზეზი 1.3 ტონა კოკაინის კონტრაბანდა გახდა. 32 წლის ფეხბურთელმა ნარკოტიკის გადატანა ანტვერპენში სცადა.

საქმის მასალებში ასევე გამოყენებულია აუდიო ჩანაწერი, რომელსაც პრომესი თავის თანამზრახველებს უგზავნიდა.

აღსანიშნავია, რომ ქვინსი თავს დამნაშავედ არ ცნობს. პროკურატურა მისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ 6 წელი მიუსაჯა.

ასევე გეტყვით, რომ გასულ წელს „აიაქსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა უახლოესი ნათესავი დაჭრა, რის გამოც სასამართლომ 18 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უნდა ჩაეთვალათ“ | კროოსი ლაიფციგის გოლზე
„უნდა ჩაეთვალათ“ | კროოსი ლაიფციგის გოლზე