შოთა მიშველიძე
Aa
Aa

ბრინჯაო ატაცსა და ორჭიდში - მიშველიძის წარმატებული გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე

ძალოსნობაში, ევროპის ჩემპიონატზე შოთა მიშველიძემ ატაცსა და ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ატაცში პირველ ცდაზე 121 კგ. დაძლია. სამწუხაროდ, მისი მეორე ცდა წარუმატებელი იყო, 125 კილოგრამი ვერ დააფიქსირა, თუმცა მესამე ცდაზე 125 კილოგრამი დაძლია. ატაცში შოთა მიშველიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

რეალურად მესამე ადგილი ამერიკელმა მორის ჰემპტონმა დაიკავა, მაგრამ რადგან ამერიკელია და ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირ ასპარეზობის უფლება არ აქვს, მისი მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა. აქედან გამომდინარე ბრინჯაოს მედლის მფლობელი შოთა მიშველიძე გახდა.

აკვრაში პირველ ცდაზე 143 კილოგრამი დააფიქსირა, მეორე ცდაზე - 147 კილოგრამი. სამწუხაროდ, მესამე ცდაზე 156 კილოგრამი ვერ დაძლია. აკვრაში მეოთხე ადგილზე გავიდა, ხოლო ორჭიდში მოგროვებული 272 კილოგრამით ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

მიმდინარე ტურნირზე რამინი შამილიშვილმა ატაცსა და ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედალი მოიპოვა (იხილეთ ვრცლად).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორი ვერცხლი - რამინი შამილიშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია!
ორი ვერცხლი - რამინი შამილიშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია!