კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

„ჩვენთვის, ჩემპიონთა ლიგა ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია“ - კარლო ანჩელოტი

13 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში მადრიდის „რეალი“ სტუმრად „ლაიფციგს“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე 1 დღით ადრე „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

რა თქვა ანჩელოტიმ:

მოტივაცია ყოველთვის მაღალია, რადგან ჩემპიონთა ლიგა მადრიდის „რეალისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანია მასში არსებული ისტორიის გამო. ხვალიდან ვაპირებთ, რომ ვიბრძოლოთ ამ ტურნირისთვის, ისე, როგორც ყოველთვის.

გუნდი კარგ ფორმაშია, კარგად ვთამაშობთ, რის გამოც მოტივირებულ და აღფრთოვანებულები ვართ ჩემპიონთა ლიგის დაბრუნების გამო. ეს შეჯიბრი ძალიან მოგვწონს. ჩვენ მაღალი ხარისხის მეტოქესთან მოგვიწევს წინააღმდეგობის გაწევა, რომელიც ინტენსიურად თამაშობს. მზად უნდა ვიყოთ ჩვენი საუკეთესო თვისებების გამოსავლენად როგორც დაცვაში, ისე შეტევაში.

არ ვიცი, არის თუ არა ეს სეზონი საუკეთესო ჩემს კარიერაში. შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლებელია, რადგან სეზონში მხოლოდ ორჯერ დავმარცხდით. გვყავს საკმაოდ ძლიერი და მოტივირებული გუნდი, სადაც შესანიშნავი ატმოსფეროცაა. ამაში თითოეულ ფეხბურთელს მიუძღვის წვლილი. ყველა სირთულის გათვალისწინებით, სეზონის ამ ეტაპზე საკმაოდ კარგ მდგომარეობაში ვართ. ფეხბურთელების ოსტატობის წყალობით საუკეთესო დონეზე მიღწევა შევძელით.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალისა“ და „ლაიფციგის“ დაპირისპირება 13 თებერვალს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები