ლაშა ტალახაძე, საქართველოს ძალოსანთა ნაკრები
Aa
Aa

ტალახაძე და სხვები - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები ბულგარეთში ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა. კონტინენტის პირველობას, რომელიც პარიზის 2024 წლისოლიმპიური თამაშების სალიცენზიო სავალდებულო ჩემპიონატია, 12-22 თებერვალს სოფია უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: 55 კგ. რამინ შამილიშვილი / გოდერძი ბერდელიძე, 61 კგ. შოთა მიშველიძე, 67 კგ. გოგა ჩხეიძე, 73 კგ. არჩილ მალაყმაძე, 96 კგ. ზურაბ მსხალაძე, 102 კგ. ირაკლი ჩხეიძე, 109 კგ. ზაზა ლომთაძე, +109 კგ. ლაშა ტალახაძე / ბაქარ თურმანიძე.

ქალები: 87 კგ. მარიამ მურღვლიანი, +87 კგ. ანასტასია გოტფრიდი.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი: გიორგი ასანიძე ქალთა ნაკრების

მთავარი მწვრთნელი: თემურ ჯანჯღავა

ნაკრების მწვრთნელები - ავთო გახოკიძე / გია ცირეკიძე

ექიმი რეაბილიტოლოგი - გიორგი ჭინჭარაული

ფიზიო-თერაპევტი - რუსლან ღიბრაძე

ფედერაციის გენერალური მდივანი - რუსუდან მურადაშვილი

ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები