იურგენ კლოპი
Aa
Aa

Cat Radio: კლოპი გამოირიცხა - გერმანელი ბარსას არ ჩაიბარებს

ჩავის შემცვლელზე „ბარსა“ აქტიურად მუშაობს. სიაში რამდენიმე ცნობილი გვარია, რომელსაც დღეს იურგენ კლოპი გამოაკლდა.

Catalunya Ràdio-ს ცნობით, კლოპი „ბარსას“ არ ჩაიბარებს. მისი კანდიდატურა გამორიცხულია.

წყარო წერს, რომ კლოპის „ბარსელონაში“ დანიშვნა გამორიცხულია - მან გადაწყვიტა ერთი წლით დაისვენოს და არც ლაპორტას ზარი და არც სხვა კლუბიდან მიწვევა მის გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის.

როგორც ჩანს, კლოპი დიდ ფეხბურთს 2025 წლიდან დაუბრუნდება.

„ბარსელონას“ ახალ მწვრთნელთა სიაში ამჟამად ერთი გამოკვეთილი ფავორიტია - ჰანსი ფლიკი, რომელთანაც ჟოან ლაპორტას საუბარი უკვე ჰქონდა და გერმანელი „ბლაუგრანას“ ჩაბარებით დაინტერესებულია. მხარეები მოლაპარაკებებს სავარაუდოდ გაზაფხულიდან დაიწყებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რამდენად მართალია, რომ მარადონამ სერია A მარტომ მოიგო?
რამდენად მართალია, რომ მარადონამ სერია A მარტომ მოიგო?