კილიან მბაპე
Aa
Aa

„მისი წასვლის შანსები გაიზარდა“ | ტებასმა მბაპეზე კიდევ ერთხელ ისაუბრა

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის, ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი კილიან მბაპეს წასვლაზე ღიად ლაპარაკობს. ამჯერად, ტებასმა მბაპეს მომავლის თაობაზე კომენტარი ფაბრიციო რომანოს მისცა და განაცხადა, რომ კილიანის სხვა გუნდში გადასვლის შანსები გაიზარდა.

„რამდენიმე კვირის წინ ვთქვი, რომ მბაპეს წასვლის შანსი 50 პროცენტი იყო, ახლა კი უფრო მეტია. 55 ან 60 პროცენტი? დიახ, ვფიქრობ, რომ ასეა. რაც უფრო მეტი დღე გადის ისე, რომ მბაპე პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტს არ ახანგრძლივებს, შანსი იზრდება“.

საინტერესოა, რომ ფრანგულ პრესაში „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტის, ნასერ ალ-ხელაიფის კომენტარი გავრცელდა. მან მბაპეს მომავალზე ისაუბრა და განაცხადა: „როცა გადაწყვეტილებას მივიღებთ, აუცილებლად შეგატყობინებთ“.

შეგახსენებთ, რომ კილიან სურს, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს და ხელფასის სახით, დაახლოებით 50 მილიონ ევროს ითხოვს (გადასახადების ჩათვლით). ამასთან, თუ მბაპემ „პარი სენ-ჟერმენი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, სურს, რომ ახალი კლუბთან კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ, 120-მილიონიანი ბონუსი მიიღოს. მბაპეს მადრიდის „რეალს“ უკავშირებენ და მთავარი ფავორიტი სწორედ „სამეფო კლუბია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მამარდაშვილი და მისი ისტორიული შედეგი“ | ვალენსიას ვებგვერდის სტატია ქართველ მეკარეზე
„მამარდაშვილი და მისი ისტორიული შედეგი“ | ვალენსიას ვებგვერდის სტატია ქართველ მეკარეზე