გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„მამარდაშვილი და მისი ისტორიული შედეგი“ | ვალენსიას ვებგვერდის სტატია ქართველ მეკარეზე

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ ოფიციალურმა ვებგვერდმა ქართველ მეკარეს სტატია მიუძღვნა. „მამარდა“ ლა ლიგის ეგიდით, ზედიზედ 61 შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა და ამ მიღწევით „ღამურების“ რეკორდი დაამყარა.

მამარდაშვილი და მისი ისტორიული შედეგი ვალენსიაში. ქართველმა გოლკიპერმა ოჩოტორენას გადაუსწრო და არის მეკარე, რომელსაც ღამურების მაისურით, ლა ლიგაში, ზედიზედ ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.

„ვალენსიაში გადმოსვლის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი გუნდის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. ქართველი მეკარე, ლა ლიგის ეგიდით, ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ 61-ჯერ გამოჩნდა და კლუბის ისტორია დაწერა. მამარდაშვილმა ხოსე მანუელ ოჩოტორენას მიღწევა გააუმჯობესა და არის მეკარე, რომელსაც ლა ლიგაში, ღამურების მაისურით, მიყოლებით ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, ვალენსია ერთ-ერთია იმ კლუბებს შორის, რომელთა კართანაც ყველაზე ცოტა მომენტი იქმნება და შესაბამისად, ღამურებს არც ბევრი გოლი გაუშვიათ (27). ეს მთელი გუნდის მიერ, დაცვაში ნაჩვენები კარგი თამაშისა და გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე ასპარეზობის დამსახურებაა.

ჩემ ლა ლიგის 23 შეხვედრაში კარი მშრალად 7-ჯერ შეინახა და გოლი ლას პალმასთან, ატლეტიკოსთან, კადისთან, გრანადასთან, სელტასთან, რაიოსთან და ბილბაოსთან არ გაუშვა. ამასთან, მესტალია აუღებელი ციხესიმაგრე გახდა და ვალენსიას, ლა ლიგაში, საშინაო მატჩი 27 სექტემბრის შემდეგ არ წაუგია, რის წყალობითაც, გუნდმა 35 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში, მე-7 პოზიციაზე გადაინაცვლა.  

მეორე მხრივ, 21 და 17 წლამდე ნაკრებებში თამაშის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი მეკარეც გახდა. მიმდინარე სეზონში, იგი ნაკრებში გამოიძახეს და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებშიც მიიღო მონაწილეობა“, - წერს „ჩეს“ ოფიციალური საიტი.

ცნობისთვის, მამარდაშვილის ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 23 შეხვედრაში აქვს მიღებული. გიორგიმ კარი მშრალად 7-ჯერ შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გაშიფრულია, წინასწარ იციან, რას გააკეთებს“ | ფრანგი ჟურნალისტი ზურიკოს აკრიტიკებს
„გაშიფრულია, წინასწარ იციან, რას გააკეთებს“ | ფრანგი ჟურნალისტი ზურიკოს აკრიტიკებს