ნიკა ხორხელი, იერუსალიმის ბეითარი
Aa
Aa

ნიკა ხორხელი ისრაელის ჩემპიონატში ითამაშებს

22 წლის ქართველი ნახევარმცველი, ნიკა ხორხელი კარიერას ისრაელის ჩემპიონატის გუნდ „ბეითარში“ გააგრძელებს. ინფორმაცია იერუსალიმის კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

„ბეითარის“ ვებგვერდზე ვკითუხლობთ, რომ ნიკა ხორხელი ახალ კლუბში თავდაპირველი კონტრაქტით სეზონის ბოლომდე, იჯარის წესით ითამაშებს, სეზონის ბოლოს კი „ბეითარს“ მისი გამოსყიდვის უფლება ექნება. 22 წლის ფეხბურთელმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და ხვალიდან გუნდის სავარჯიშო პროცესსაც შეუერთდება.

ცნობისთვის, ნიკა ხორხელმა კარიერა ბოლნისის „სიონში“ დაიწყო, ბოლოს კი წყალტუბოს „სამგურალში“ თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები