ხვიჩა კვარაცხელია, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

„დარწმუნებული ვარ, თავს კარგად გაართმევს“ - მაცარი კვარას ახალ როლზე

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაცარიმ „ვერონასთან“ გამარჯვების შემდეგ ხვიჩას შესახებ ჯერ DAZN-ის მიკროფონთან ისაუბრა და ქართველი ფეხბურთელი შეაქო, მოგვიანებით კი იტალიელმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხვიჩას გუნდში ახალი როლი ექნება.

რა თქვა მაცარიმ:

დღეს ყველამ ნახეთ თამაში შეცვლებით მოვიგეთ. ლინდსტრომი მარცხნივ დავაყენე, კვარა კი თავდამსხმელის უკან გადავიყვანე, რასაც თავი ძალიან კარგად გაართვა და შედეგი თქვენც ნახეთ. ეს ნამდვილად ის როლია, რომელსაც მომავალში უფრო ხშირად გამოვიყენებ, დარწმუნებული ვარ, ხვიჩა ამას საუკეთესოდ შეასრულებს.

ვისურვებდი, რომ თავდამსხმელის უკან ხშირად ითამაშოს. ორი უკანდახეული ნახევარმცველითა და ერთი შემტევი ნახევარმცველით თამაში ამ გუნდს ყოველთვის უჭირდა. ეს მეორედ გამოვცადე და ამჯერად გაამართლა.

შეგახსენებთ, რომ „ვერონას“ წინააღმდეგ გამარჯვების გოლი 87-ე წუთზე, ხვიჩა კვარაცხელიამ ეფექტური შორეული დარტყმით გაიტანა. 23 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 35 ქულით მე-7 პოზიციაზე აღზევდა. მაცარის გუნდს მომდევნო შეხვედრა 11 თებერვალს, სტუმრად „მილანთან“ ელის. მატჩი საქართველოს დროით 23:45 საათზე გაიმართება.

ნაპოლი 2:1 ვერონა

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სანახაობრივი და გადამწყვეტი!“ - იტალიური მედიის შეფასება
„სანახაობრივი და გადამწყვეტი!“ - იტალიური მედიის შეფასება