ხვიჩა კვარაცხელია, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

„კვარაცხელია ნამდვილი ჩემპიონია“ - მაცარი ვერონასთან მატჩის შემდეგ

იტალიის სერია A-ს 23-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ვერონას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. მნიშვნელოვანია, რომ „ვერონას“ კარში გამარჯვების გოლი ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა, რომელმაც მეტოქის მეკარეს შორეული გასროლით შეუგდო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებთან განვლილი მატჩი შეაფასა და ქართველი ფეხბურთელიც შეაქო.

რა თქვა მაცარიმ:

სათადარიგოთა სკამიდან ამ მატჩის ყურება რთული იყო. კარგად ვთამაშობდით, შანსები შევქმენით, მაგრამ მდევრის როლში აღმოვჩნდით. ასეთ დროს, სხვა გუნდები ალბათ დანებდებოდნენ, მაგრამ ჩვენ საკუთარი ძალების ყოველთვის გვჯერა, ბოლომდე ვიბრძოლეთ და გამარჯვებამდე მივედით. პირველ ტაიმში შეგვეძლო მატჩის ბედის გადაწყვეტა. კვარაზე პენალტი იყო და მგონია, რომ VAR-ს მთავარი მსაჯისთვის უნდა ეთქვა. თუ ამ ეპიზოდში გოლს გავიტანდით, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გახსნილი თამაში იქნებოდა. როდესაც კვარამ საოცარი გოლი გაიტანა და უფრო მეტიც, სანამ გავათანაბრებდით, შეამჩნევდით, რომ ფეხბურთელები ნელა მოძრაობდნენ და გადაღლილები ჩანდნენ, მაგრამ როდესაც შეცვლები გავაკეთე, მოედანზე შემოსულმა ფეხბურთელებმა ახალი ენერგია შემოიტანეს. ახალი სიცოცხლე მოგვცეს და თამაშის შემოტრიალების ძალა ვიგრძენით.

კვარაცხელია? ის ნამდვილი ჩემპიონია. იტალიურ ფეხბურთში კარგად შეგვიძლია ფეხბურთელების შესწავლა და შეზღუდვა. ასეა კვარას შემთხვევაშიც. წელს ის უფრო მეტს იბრძვის, მაგრამ აქვს უზარმაზარი კლასი. ამ შეზღუდვის გამო ბევრჯერ მოუწია ცენტრში ეთამაშა, ისე, როგორც ეროვნულ ნაკრებში.

23 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 35 ქულით მე-7 პოზიციაზე აღზევდა. მაცარის გუნდს მომდევნო შეხვედრა 11 თებერვალს, სტუმრად „მილანთან“ ელის. მატჩი საქართველოს დროით 23:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სანახაობრივი და გადამწყვეტი!“ - იტალიური მედიის შეფასება
„სანახაობრივი და გადამწყვეტი!“ - იტალიური მედიის შეფასება